"დედამიწაზე მშვიდობის გარეშე არ შეიძლება იყოს ეფექტური კლიმატის პოლიტიკა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გაეროს კლიმატის სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გლობალურ დათბობასთან ეფექტური ბრძოლისთვის მშვიდობა სჭირდება.

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც თავისი გიჟური და უკანონო ომით ანადგურებს მსოფლიოს უნარს ერთად იმუშაოს საერთო მიზნისთვის... დედამიწაზე მშვიდობის გარეშე არ შეიძლება იყოს ეფექტური კლიმატის პოლიტიკა, რადგან ფაქტობრივად, ხალხები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი აქ და ახლა იმ საფრთხისგან, რომელიც მომდინარეობს, კერძოდ, რუსული აგრესიისგან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. პოტენციური საფრთხის ავარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.. ვის აინტერესებს, მაგალითად, სათბურის გაზების რაოდენობა ატმოსფეროში, თუ ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის ნაწილი და შესაძლოა, ღმერთმა ქნას ჩრდილოეთ აფრიკა, ზაპოროჟიეში მომხდარი ავარიის შემდეგ რადიაციული ღრუბლით დაიფაროს?" - თქვა ზელენსკიმ.

 კლიმატის ცვლილებების შესახებ რიგით 27-ე კონფერენცია შარმ-ელ შეიხში გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი