
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საინფორმაციო სივრცელში ფრონტიდან ახალი ამბები ნაკლებად ვრცელდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დონეცკის რეგიონში.
"მძიმე მდგომარეობაა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება, როგორც ადრე და განსაკუთრებით რთულია - ისევე როგორც ადრე - დონეცკის რეგიონში. ოკუპანტების აქტიურობა იქ რჩება უკიდურესად მაღალ დონეზე - ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. ისინი განიცდიან უკიდურესად მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება არ შეცვლილა - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ. და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ", - თქვა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, ბრძოლის პარალელურად, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის სამუშაოები გრძელდება.
ზელენსკი ამბობს, რომ ზამთრის იარაღად გადაქცევა ტერორისტული სახელმწიფოს გეგმაა, როგორც უკრაინის, ისე მთელი ევროპის წინააღმდეგ.