
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 14 რეგიონში, პლუს დედაქალაქ კიევში. მისი თქმით, ეს სტაბილიზაციის გამო მოხდა და არა საგანგებო მდგომარეობის საფუძველზე.
ოთხშაბათს ელექტროენერგიის დაგეგმილი საათობრივი გათიშვა გავლენას მოახდენს მთელ ქვეყანაზე, განაცხადა უკრაინის ელექტრო ქსელის ოპერატორმა.
გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსული სარაკეტო თავდასხმების ობიექტი არაერთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. შეტევები გააქტიურად ზამთრის მოახლოებასთან ერთად, როცა, როგორც წესი უკრაინაში დემპერატურა 0-ს ქვემოთ, -20 გრადუსამდეც ეცემა.