პესკოვი ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა.  მედია წერს, რომ მან "სასწავლო პროგრამა" ჩაატარა "ლუგანსკის მედიისა და პრესსამსახურის წარმომადგენლებისთვის" და მისი მუშაობის საფუძვლები გაუზიარა.

პესკოვი შეხვდა ოკუპირებული რეგიონის "ოფიციალურ პირებსაც".

მაისის ბოლოს კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსი პოლიტიკოსები დონბასში ინდივიდუალური გეგმებით მიემგზავრებიან, რაც მიზანშეწონილობაზე და აუცილებლობაზეა დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი