პენტაგონი: რუსეთმა ომში ტანკების ნახევარი სავარაუდოდ უკვე დაკარგა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა მაღალი სიზუსტის შეიარაღების უმეტესობა -  ამბობს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი.

„პუტინმა მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე იყო “,- განუცხადა კალმა ჟურნალისტებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში. 

კალის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა განიცადა იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი