
ევროკავშირის ქვეყნებმა უპასუხეს უკრინის მხრიდან დახმარების თხოვნას და მას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნეს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
"კვირების განმავლობაში რუსეთი უტევს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ მოისმინა ჩვენი მოთხოვნა და გაუგზავნა 500 დენის გენერატორი, რათა დაეხმაროს უკრაინელებს ზამთარში გადარჩენაში", - თქვა ვიცე-პრემიერმა თავის Twitter-ზე.
20 ოქტომბერს უკრაინამ სთხოვა ევროკავშირს და ნატოს ენერგოტექნიკით დახმარება რუსეთის დარტყმის შემდეგ.