მედია და ngo-ები შარლ მიშელს მოუწოდებენ, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაში დაარწმუნოს | წერილი ბრიუსელში უკვე გაგზავნილია

გამოქვეყნდა:

წერილი ბრიუსელში გაგზავნილია. 60-ზე მეტი ორგანიზაცია საქართველოდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ერთადერთი თხოვნით მიმართავს. მედია და არასამთვრობო ორგანიზაციები ერთხმად მოუწოდებენ შარლ მიშელს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და დაარწმუნოს ის, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

წერილზე ხელმომწერების საერთო შეფასებით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის პოლიტიკური პატიმრობა უმძიმესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და სწორედ ეს მიზეზი, ჰუმანურ ასპექტებთან ერთად უნდა გახდეს მთავარი მოტივი როგორც შარლ მიშელისთვის - მის მოწოდებაში, ასევე სალომე ზურაბიშვილისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. 

წერილს ხელს აწერენ:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი /Institute for Development of Freedom of Information 
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია /Georgian Charter of Journalistic Ethics
  • ღია საზოგადოების ფონდი /Open Society Foundation
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო  / International Society for Fair Elections and Democracy
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება /International Society for Fair Elections and Democracy 
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია /Georgian Young Lawyers Association 
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democratic Initiative 
  • მედიაკლუბი / Mediaclub
  • მედიის განვითარების ფონდი / Media Development Fund
  • მედიაომბუდსმენი /Mediaombudsman
  • მაუწყებელთა ალიანსი /  Alliance of Broadcasters 
  • სატელევიზიო ქსელი / TV Network 
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია  / Georgian Regional Media Association  
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია / Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators
  • მთავარი არხი /
  • ფორმულა /
  • ტელეკომპანია პირველი /
  • რადიოკომპანია “ძველი ქალაქი”

იხილეთ ასევე: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი