"რუსეთი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა" | ზახაროვა

გამოქვეყნდა:

"რუსეთი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა", - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საუბრობს. მისივე თქმით, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს.

"რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისადმი კვლავ არსებობს, ხაზგასმით ვამბობ, რომ უცვლელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენმა "პარტნიორებმა" მორიგ ჯერზე გაიაზრონ, ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მოლაპარაკებების გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ვითარდება", - თქვა მარია ზახაროვამ.

მანამდე, გერმანელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რუსეთს არ აქვს მზაობა კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი