
ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინის ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ უკრაინასაც მსგავსი ზარალი ექნება.
მისი შეფასებით, დაღუპულია დაახლოებით 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.
"ეს არის ადამიანური ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბი", - თქვა Reuters-ის ცნობით მან.
მილის არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოიპოვა ეს ინფორმაცია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ 9 ნოემბრის მდგომარეობით, ომში 77 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.