რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 78 690 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 78 690;
  • ​ტანკი - 2 804;
  • ჯავშანტექნიკა - ​5 682;
  • საარტილერიო სისტემა - 1 805;
  • სარაკეტო სისტემა - 393;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 205;
  • თვითმფრინავები - 278;
  • ვერტმფრენი - 260;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 499;
  • საკრუიზო რაკეტები - 399;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 242;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 159.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი