2 000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება - უკრაინის შსს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ომის დროს დაღუპულთა ორი ათასი ცხედარი ამ დრომდე ამოუცნობი რჩება. 

მისი თქმით, უკრაინას უცხოელი პარტნიორები, კერძოდ, გერმანია და შეერთებული შტატები ეხმარებიან ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესში, უზრუნველყოფენ საჭირო მასალებსა და აღჭურვილობას.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმ ტერიტორიების გასასუფთავებლად, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რაც დაახლოებით ქვეყნის მესამედი - 175 ათასი კვადრატული მეტრია.

"ოპტიმისტური შეფასებით, აქტიურ განაღმვას შვიდ წლამდე დასჭირდება", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მერი ჰაკობიანის თქმით, მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან უკვე 275 000 ასაფეთქებელი გააუვნებელყვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი