
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 9 ნოემბერს ორი მიმართულებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.
არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ 1 ოქტომბრიდან, ხერსონის მიმართულებით, უკრაინული ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 36,5 კმ-მდეა. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში უკრაინამ შეძლო კონტროლის აღდგენა 41 დასახლებაზე.
ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციის ჩატარებას გეგმის შესაბამისად.
მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ინფორმაციას ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ ვერც დადასტურებს და ვერც უარყოფს.