"ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე" - ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, რომელიც ევროპის დემოკრატებისა და ლიბერალების ალიანსმა გაავრცელა. ალდეს წევრები ვიდეომიმართვაში პირდაპირ ამბობენ, რომ პრესის თავისუფლება არ არის უბრალოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის და პრესის თავისუფლება არის დემოკრატია.
ამ გზავნილისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული პარტიის წევრებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს და სწორედ საქართველოს ხელისუფლების გასაგონად ისაუბრეს ღირებულებებზე, რომლებმა ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში უნდა მიიყვანოს. მოწოდებაში ასევე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომლებიც საქართველომ უნდა დაიცვას და პუტინს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამ ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის.