
ახალი სტრატეგიული პლაცდარმი უკრაინისთვის და კრემლის მორიგი მარცხი. საოკუპაციო არმია ხერსონიდან გარბის. თავდაცვის მინისტრის შოიგუს განკარგულების შემდეგ რუსული კოლონები უკვე დაიძრნენ ოლქიდან, რომელსაც მოსკოვი ოკუპაციის პირველივე დღიდან სრულად აკონტროლებდა.
ხერსონის საბოლოო გათავისუფლება გარდამტეხი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. რადგან წარმატებული კონტრშეტევების ფონზე, უკრაინულ არმიას გზა ეხსნება ანექსირებული ყირიმისა და ზაპოროჟიესკენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი დანაღმული ტერიტორიების გასაწმენდად და ხერსონის საბოლოოდ დასაბრუნებლად.
ავტორი: ზურა პეტროსიანი