
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუს ოკუპანტებს მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდებათ ხერსონიდან ჯარების გასაყვანად.
მისი თქმით, რუსეთს ხერსონის ოლქში დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. უკან დახევის მიუხედავად მისი ძალები ჯერ კიდევ რჩებიან ქალაქში და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე.
"არც ისე ადვილია ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება...ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ" - ამბობს რეზნიკოვი
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.