"ხერსონი რუსეთის სუბიექტია" - პესკოვი უკან დახევაში დამამცირებელს ვერაფერს ხედავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არ შეცვლის რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის რეგიონის სტატუსს.

"ეს არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ეს სტატუსი არის იურიდიულად განსაზღვრული და დაცული. აქ არანაირი ცვლილება არ არის და არ შეიძლება იყოს", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მიიღო ვლადიმერ პუტინმა გენერალ სერგეი სუროვიკინის მოხსენება ხერსონში არსებული ვითარების შესახებ და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადაწყვეტილება ქალაქიდან რუსული სამხედრო ჯგუფის გაყვანის შესახებ. 

BBC-ის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას პესკოვმა თქვა, რომ კრემლი არ მიიჩნევს დამამცირებლად ხერსონიდან უკან დახევას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი