რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ ხერსონიდან ჯარის გაყვანა დაასრულა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 11 ნოემბერს (მოსკოვის დროით) დილის ხუთ საათისთვის დასრულდა რუსული ჯარების გადაყვანა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. 

"დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის დროს, არც ერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა მარჯვენა სანაპიროზე, ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე გადავიდა, რუსული ჯგუფის პერსონალის, იარაღის, აღჭურვილობისა და მატერიალური რესურსების დანაკარგი არ ყოფილა", - აცხადებენ სამინისტროში.

უკრაინის ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი