ნიკა გვარამიას გათავისუფლების კამპანიის ახალი ეტაპი. ევროპელი დემოკრატები და ლიბერალები კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით იბრძვიან მედიამენეჯერის პოლიტიკური პატიმრობის დასასრულებლად. ევროპარლამენტარები ირაკლი ღარიბაშვილს პირადად მიმართავენ და მხარდამჭერებსაც მოუწოდებენ ელექტრონული წერილი გაუგზავნონ საქართველოს პრემიერს.
ALDE-ს წევრების მოტივაცია საქართველოში დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვაა, რის გარეშეც, მათი განმარტებით, ქვეყნის ევროპული მომავალი არ არსებობს. მაგრამ ამ განმარტებას არ ითვალისწინებენ "ქართულ ოცნებაში".
მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობდნენ აბუჩად აეგდოთ და დაეკნინებინათ ევროპარლამენტატების სამოქალაქო, პოლიტიკური აქტივობა. "ქართულმა ოცნებამ" ევროპის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფს სტილი დაუწუნა.