უკრაინის ჯარი ხერსონშია | ვითარება დეოკუპირებულ ქალაქში - რას ყვებიან ქართველი მებრძოლები

გამოქვეყნდა:

ხერსონი თავისუფალია. ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ქალაქზე ოფიციალურმა კიევმა კონტროლი სრულად დაიბრუნა. ალყაშემორტყმული დასახლებიდან საოკუპაციო არმია გამთენიიისას გავიდა და დანაღმული დატოვა ტერიტორია სადაც ასობით მოქალაქე დროშებით ხელში დღეს უკრუაინელი ჯარისკაცების შესახვედრად გამოვიდა.

უკრაინული არმიის კიდევ ერთი დიდი მიღწევა, რომელიც სულ უფრო აახლოვებს ტერორისტული რეჟიმის მარცხს. ანალიტიკოსები უკვე დარწმუნებით ამბობენ, რომ პუტინის კრახი გარდაუვალია. თუმცა თავად კრემლი არ აღიარებს, რომ იძულებული გახდა პოზიციები დაეთმო და ხერსონიდან გასვლას მხოლოდ ტაქტიკურ ნაბიჯს უწოდებს. პარალელურდ, გრძელდება საოკუპაციო არმიის სასტიკი თავდასხმების სერია. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი