
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე ჩასული უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ შორეულ; კამბოჯაში იღებს ევროპელი ლიდერების შეტყობინებებს, რომლებიც მას ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ულოცავენ.
"გილოცავთ ხერსონს! თქვენ თქვით - "ჩვენ გავიმარჯვებთ" პირველივე დღიდან. არასოდეს დანებდეთ. გმადლობთ ამ ემოციებისთვის და შთაგონებისთვის, მეგობრებო" - ეს არის მესიჯი, რომელიც მე მივიღე აქ შორეულ კამბოჯაში ევროპელი მინისტრისგან. კიდევ რამდენიმე მსგავსი შეტყობინება მოვიდა კოლეგებისგან სხვა ქვეყნებიდან.
სამიტზე სამუშაო დღის ნახევარი უკვე გავიდა და მე გეტყვით კულისებიდან, რომ თუნდაც ის აზიური ქვეყნები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ, რომ რუსეთი და უკრაინა მათი მეგობრები არიან, თუნდაც ისინი, ვინც ომს იყენებს სარგებელის მისაღებად, გაკვირვებულნი არიან უკრაინით და აღფრთოვანებულნი არიან შეიარაღებული ძალებით.
მივესალმები ხერსონს სახლში. ჩვენ არასოდეს დავთმობთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. ახლა კი, ვაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას - მეტი იარაღი შეიარაღებული ძალებისთვის, მეტი სანქციები და პრობლემები რუსეთისთვის მსოფლიო ასპარეზზე, მეტი დახმარება მსოფლიოდან უკრაინას ბრძოლაში."- წერს დმიტრო კულება.
შეგახსენებთ, რომ დმიტრო კულება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდგივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.
ამავე თემაზე: