თურქეთის ცნობით, რუსეთმა აკრძალა რუსეთის გარეთ დატვირთული გემების გავლა ქერჩის სრუტის გავლით, აზოვის ზღვამდე

გამოქვეყნდა:

თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთმა აკრძალა ზოგიერთი გემის გავლა ქერჩის სრუტეში. როგორც ანკარაში აზუსტებენ, საუბარია რუსეთის ტერიტორიის გარეთ დატვირთულ გემებზე.

რუსეთმა აკრძალა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ დატვირთული გემების გავლა ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვამდე - განუცხადა TASS-ს  თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო საქმეთა ხელმძღვანელობამ.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, რუსეთის საზღვაო ადმინისტრაციისგან მიღებული შეტყობინების თანახმად, „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გარეთ დატვირთული გემების ჩრდილოეთით გავლა ქერჩის სრუტეში, რომელიც უზრუნველყოფს აზოვის ზღვაში გავლას, აკრძალულია."

შეგახსენებთ, რომ  ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი, ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ის 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთი აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი