ხერსონი თავისუფალია | 8-თვიანი ოკუპაციის დასასრული და უბრძოლველად გაქცეული რუსები

გამოქვეყნდა:

ქალაქი ხერსონი, სტარტეგიული ქალაქი-პორტი გათავისუფლებულია. 8-თვიანი ოკუპაცია იმით დასრულდა, რომ რუსული არმია უბრძოლველად გაიქცა და მდინარის მეორე მხარეს, პირდაპირ რომ ვთქვათ გაასწრო უკრაინის თავდაცვის ძალებს.

ბოლო დღეების ქრონიკა გულგრილს ვერავის ტოვებს, შეუძლებელია ემოციების, ცრემლების და სიხარულის გარეშე უყურო როგორ ეგებებიან უკრაინელები თავის მებრძოლებს, გამათავისუფლებლებს, რომლებმაც ბოროტების არმია მოიგერიეს. მაგრამ ხეროსნის აღება გაცილებით მეტია, ვიდრე ომში ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება.

თავად სიტყვა ხერსონიც, ბერძნულად ნახევარკუნძულს ნიშნავს, რომლის გასაღებიც სწორედ ეს ქალაქია. უკრაინელების მიერ უკვე გათავისუფლებული მიწებიდან კი ჰაიმარსები თავისუფლად მისწვდებიან ყირიმის მთელ ტერიტორიას, და ქალაქებს მელიტოპოლსა და მარიუპოლს. შესაძლოა ამ ქალაქებში უკრაინული დროშები უკვე ახალ წლამდე აფრიალდეს, რის შემდეგაც გათავისუფლების გადამწყვეტი ფაზა დაიწყება - ყირიმის გათავისუფლება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი