
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი, ადმირალი ტონი რადაკინი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა უკრაინის და მისი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის
გადასაწყვეტია.
"ჩვენ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა და ვაღიაროთ, რომ ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც განსაზღვრავს თავის ერს, ის გადაწყვეტს როდის იქნება შესაფერისი მომენტი მოლაპარაკებისთვის.
ხერსონის დაბრუნების შემდეგ, ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მხარს უჭერდა პრეზიდენტ ზელენსკის", - თქვა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსმა.