რუსეთმა ბელარუსიდან კიდევ 20 რაკეტა გაიტანა - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციამ ბელარუსიდან კიდევ 20 რაკეტა გაიტანა S-300/400 საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის - ინფორმაციას  „ბელარუსსკი გაიუნი“  ავრცელებს და წერს, რომ კვირას, 13 ნოემბერს, დააფიქსირეს მაჩულიშის აეროდრომისკენ მოძრავი ხუთი ტრაილერი, რომელთაგან თითოეულს ოთხი სარაკეტო კონტეინერი გადაჰქონდა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის (სულ 20 რაკეტა).

მათიე ცნობით, საღამოს - კიევის დროით 19:55 საათზე, ამავე აეროდრომზე, კიდევ ერთი რუსული მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 (რეგისტრაციის ნომერი RF-76605) დაჯდა.

მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროდრომზე 2 საათი და 10 წუთი იმყოფებოდა, შემდეგ კი რუსეთის როსტოვის ოლქში, მილეროვოს აეროდრომისკენ გაფრინდა.

13 ნოემბერს „ბელარუსსკი გაიუნმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბელარუსში 8 რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩავიდა. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ფედერაციას  რაკეტები თავის ტერიტორიაზე გააქვს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი