
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ოცდაათჯერ აღემატება შობადობას, ქალაქში ყოველ კვირას საშუალოდ 150 ადამიანი იღუპება და დაახლოებით 6 იბადება.
ანდრიუშენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალაქში ყოველდღიურად თითქმის 25 ადამიანი კვდება.
"შედარებისთვის, ომის მეორე ეტაპის დაწყებამდე მარიუპოლში ყოველ კვირას საშუალოდ 55 ბავშვი იბადებოდა... ქალაქი ოკუპაციის ქვეშ დაჩქარებული ტემპით კვდება", - წერს ის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მარიუპოლის ომამდე სიკვდილიანობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა შობადობას. დონეცკის რეგიონული სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წლიდან 2018 წლამდე მარიუპოლში 78 641 ადამიანი დაიღუპა და მხოლოდ 41 674 დაიბადა.