უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ პირადად გადაუხადა მადლობა ქვეყნის თვისუფლებისთვის მებრძოლ სამხედროებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც შიშველი ხელებით უწევდნენ წინააღმდეგობას ტერორისტული რეჟიმის ჯარს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ოლქში უკრაინის დროშაა აღმართული, ვითარება რთულია. ოფიციალურმა კიევმა უკვე დაადასტურა 400-მდე სამხედრო დანაშაული. დასახლებული პუნქტების გათავისუფლების შემდეგ, ხერსონშიც აღმოჩენილია სამარხი, თუმცა ცხედრები იდენტიფიცირებული არ არის.
პარალელურად უკრაინული არმია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის სიღრმეში მიიწევს. კიდევ ერთი ცხელი წერტილი ლუგანსკის ოლქია, სადაც ინტენსიური დაპირიპირების ფონზე უკრაინელებმა 12 დასახლებაზე დაიბრუნეს კონტროლი.