
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხერსონში რუსი ჯარისკაცი დააკავა, რომელიც თავს ადგილობრივად ასაღებდა. უწყების ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, ოკუპანტმა აღიარა, რომ ის რუსეთის შეიარაღებული ძალების 69-ე ცალკეული ბრიგადის ჯარისკაცი იყო.
გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ დაადგინა, რომ მისი ამოცანა ხერსონში ინფორმაციის შეგროვება და დივერსიის განხორციელება იყო.