
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები გეგმავენ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას ქალაქებიდან, რომლებიც ისევ აღმოჩნდნენ ფრონტის ხაზთან ესენია: სევეროდონეცკი, კრემენნაია და რუბიჟნი.
"ლუგანსკის რეგიონში შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარების გათვალისწინებით, ოკუპანტები გეგმავენ მშვიდობიანი მოსახლეობის სრულ ევაკუაციას კრემენნაიას, სევეროდონეცკის და რუბიჟნეს დასახლებებიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღრმად“, - წერს გენშტაბი.
თუმცა უწყება არ წერს და არც ამბობს, საიდან მიიღო ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ.