ევროკავშირმა უკრაინელი სამხედროებისთვის მოსამზადებელი პროგრამა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ოფიციალურად დაამტკიცეს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ოფიციალურად "ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია" ჰქვია, 15 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლებას გაივლის.

პროგრამის ღირებულება 107 მლნ ევროა. მას ფრანგი ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა მსგავსი პროგრამა ივლისში დაიწყო: რამდენიმე თვეში იგეგმება 10 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადება, გარდა ამისა  იუნკერთა პირველი ჯგუფები, რომლებმაც ეს პროგრამა დაასრულეს, უკვე დაბრუნდნენ უკრაინაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი