IAEA მისიებს გაგზავნის უკრაინის 3 ატომური ელექტროსადგურში, ასევე ეწვევა ჩერნობილს

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA-ს) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში გაგზავნიან ბირთვული უსაფრთხოების მისიებს უკრაინის 3 მოქმედ ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.

"უკრაინის მოთხოვნით, მთავრობასა და IAEA-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ბირთვული და ფიზიკური ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფების გაგზავნის შესახებ სამხრეთ უკრაინის, ხმელნიცკის და რივნეს ატომურ ელექტროსადგურებში (NPP)", - აღნიშნავს გროსი.

თავდაპირველად, თითოეული მისია დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.

გროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ორიენტირებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ არასაიმედო ბირთვულ უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების ვითარებაზე, არ უნდა დავივიწყოთ სხვა ბირთვული ობიექტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი