რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკვე 82 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 82 080;
  • ​ტანკი - 2 861;
  • ჯავშანტექნიკა - ​5 773;
  • საარტილერიო სისტემა - 1 850;
  • სარაკეტო სისტემა - 393;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 208;
  • თვითმფრინავები - 278;
  • ვერტმფრენი - 261;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 511;
  • საკრუიზო რაკეტები - 399;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 351;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 160;

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი