რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა - მერი

გამოქვეყნდა:

სამშაბათს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლში. ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედეროვი ავრცელებს.

"ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში, 24-ე ლიცეუმის მახლობლად, სადაც კიდევ ერთი ოკუპანტების ბუდეა თავმოყრილი", - თქვა ივან ფედოროვმა Telegram-ზე.

მისი თქმით, წინასწარი ცნობით, მეზობელ სახლში აფეთქების ტალღამ მე-4 სართულამდე მინები ჩაამტვრია.

კვირას Telegram-ის პოსტში ფედოროვმა თქვა, რომ რუსულმა ძალებმა მელიტოპოლი გადააკეთეს "უზარმაზარ სამხედრო ბაზად".  მისი თქმით, რუსი სამხედროები ადგილობრივების სახლებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სახლდებიან, საცხოვრებელ პუნქტებში სამხედრო ტექნიკას ათავსებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი