
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში, პეჩერსკის რაიონში ოკუპანტების იერიშების შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა.
"კიევის თავზე საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. შემთხვევის ადგილას მედიკოსები და მაშველები მუშაობენ. დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით" - წერს კლიჩკო.