რუსების იერიშების შემდეგ უკრაინის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გამოქვეყნდა:

CCN-ის ცნობით, აბონენტების ნახევარს არ აქვთ ელექტროენერგია კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქალაქი დაბომბა. 

გამოცემა წერს, რომ უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე რუსული საკრუიზო რაკეტა სამშაბათს უკრინის რამდენიმე რეგიონში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაუმიზნა, რის გამოც ელექტრო ენერგიის მიწოდება კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიპოშენკომ განაცხადა: "რუსმა ტერორისტებმა განახხორციელეს მორიგი დაგეგმილი თავდასხმა ენერგეტიკულ ინფრასტუქტურის ობიექტეზე დგომარეობა კრიტიკულია."

ხმელენცკის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტაციამ დასავლეთში ორი რაკეტა დაარტყა უკრაინას, სადაც  ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადრე ელექტოენერგიის შეწყვეტა დაფიქსირდა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვშიც.

ცნობისთვის, კიევზე დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საკრებულოს პრესსამსახური ტელეგრამ არხზე ავრცელებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი