უკრაინამ რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო | უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გასროლილი რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია.

მადამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რუსეთმა უკრაინას 90-ზე მეტი რაკეტა ესროლა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 70 ჩამოაგდეს. საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა 15 ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. 

"მტრის რაკეტების ფრენის ტრადიციული სქემა შავი ზღვიდან არის "კალიბრიდან", ისინი ახლა ნაკლებად ისვრიან", - თქვა იური იგნატმა.

მისივე თქმით, რაკეტების უმეტესობა გასროლილი იყო TU-95 და TU-160 ბომბდამშენებიდან, კასპიის ზღვის რეგიონიდან და ვოლგოდონსკიდან, როსტოვის ოლქიდან.

ცნობისთვის დღეს, 15 ნოემბერს რუსეთმა, კიევის გარდა, სარაკეტო იერიშები ხმელნიცკის, რივნეს, ვოლინის, ლვოვის, ასევე ჟიტომირის, ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ხარკოვის რაიონებზე მიიტანა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი