"რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა "დიდ ოცეულის" 19 წევრისთვის" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შვედეთის პრემიერმინისტრთან საუბრისას, რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმების ახალი ტალღა განიხილეს. ზელენსკის თქმით, რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა, უკრაინის სამშვიდო გეგმის საპასუხოდ ცინიკური სილაა "დიდ ოცეულის" 19 წევრისთვის.

"შვედეთის პრემიერმინისტრ ულფ კრისტერსონთან საუბრისას განვიხილეთ რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა. უკრაინელების გენოციდის ეს აქტი, ჩემი სამშვიდობო გეგმის საპასუხოდ არის ცინიკური სილა 19, G20 ჯგუფის და მთელი მსოფლიოს წინაშე. მადლობას გიხდით შვედეთისგან უკრაინის თავდაცვის ახალი პაკეტისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას" - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის დღეს, 15 ნოემბერს რუსეთმა, კიევის გარდა, სარაკეტო იერიშები ხმელნიცკის, რივნეს, ვოლინის, ლვოვის, ასევე ჟიტომირის, ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ხარკოვის რაიონებზე მიიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი