ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ "ნაკლებად სავარაუდოა" რუსეთიდან იყოს ნასროლი რაკეტა, რომელიც გუშინ ღამით პოლონეთში ჩავარდა. ის ჟურნალისტებს ბალიში ნატოსა და G7-ის ლიდერებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.

ბაიდენმა თქვა, რომ ჯგუფი მხარს დაუჭერს პოლონეთის გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით.

"მე ვაპირებ დავრწმუნდე, რომ ჩვენ გავარკვევთ ზუსტად რა მოხდა…შემდეგ ჩვენ ვაპირებთ გავერკვეთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯში", - თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენმა თქვა, რომ არ სურს წინასწარ საუბარი სანამ სრული გამოძიება არ ჩატარდება.

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი