
CIA-ს დირექტორი, ბილ ბერნსი უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დაზვერვიდან კოლეგებთან შესახვედრად. ინფორმაცია ამერიკის ოფიციალურმა პირმა გაავრცელა.
არსებული ცნობით, ის უსაფრთხოდ იყო აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე კიევში რუსული სარაკეტო დარტყმების დროს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში CIA-ს დირექტორი კიევში ჩავიდა.
ორშაბათს მან თურქეთში შეხვედრა გამართა რუს კოლეგა სერგეი ნარიშკინთან. ოფიციალური პირის თქმით, იქ ყოფნისას, ბერნსმა განიხილა აშშ-ს გაფრთხილება, რომელიც მან მიაწოდა რუსეთის SVR-ის ხელმძღვანელს, არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი და გააძლიერა აშშ-ს ვალდებულება უკრაინას მხარი დაუჭიროს ბრძოლაში.