
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დატოვა ბალი G20-ის სამიტზე დასწრების შემდეგ. მან ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან მაღალი დონის პირველი შეხვედრაც გამართა.
გამგზავრებამდე ბაიდენმა სამშაბათს სამიტის ფარგლებში გამართა საგანგებო შეხვედრა G7-სა და ნატო-ს მოკავშირეებთან მას შემდეგ, რაც პოლონეთმა განაცხადა, რომ "რუსული წარმოების რაკეტა" სამშაბათს უკრაინის საზღვრის მახლობლად სოფელში ჩავარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
ჯო ბაიდენს ჰკითხეს, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, რაზეც მან თქვა, რომ "არსებობს წინასწარი ინფორმაცია რომელიც ამას ეწინააღმდეგება". ბაიდენმა თქვა, რომ ბოლომდე უნდა გამოიძიონ მომხდარი და შედეგ ისაუბრებს.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და დაადასტურა, რომ ის რუსული წარმოების იყო. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.