
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კიევისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 15 ნოემბერს უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ახლა ან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება", - თქვა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, G20-ის სამიტის პარალელურად, რუსეთი უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს კიდევ ერთხელ მასშტაბურად დაესხა თავს.