რუსები უკრაინის ქალაქებზე მასშტაბურ შეტევას განაგრძობენ | არსებული ცნობებით, პუტინის არმია მარიუპოლისკენ გადაადგილდება

გამოქვეყნდა:

ყველაზე მასშტაბური შეტევა უკრაინის ქალაქებზე კრემლის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. დაბომბილია ათამდე ოლქის დასახლებები და დედაქალაქი კიევი. არის მსხვერპლი. სარაკეტო შეტევების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგოობიექტებია.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თავდაცვამ გაანეიტრალა რუსული რაკეტების უდიდესი ნაწილი, ზარალი მაინც დიდია. საჰაერო განგაშების ფონზე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 7 მილიონზე მეტი ოჯახი.

მასირებული თავდასხმების ფონზე იძაბება ვითარება დონიცკისა და ლუგანსკის ოლქებში. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის არმია მარიუპოლისკენ გადაადგილდება. დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში კი რეზერვისტები გადაისროლეს და საომარი მოქმედებების ზონა გაფართოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი