
პასუხისმგებელი რუსეთია. ნატოს წევრი ქვეყნების შეფასება პოლონეთში ორი რაკეტის აფეთქებასა და ადამიანების დაღუპვაზე ცალსახაა - რომ არა კრემლის აგრესია უკრაინაში, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განგაში გაუქმებულია. ფაქტები ადასტურებს, რომ აფეთქება პოლონეთში არ წარმოადგენდა მიზანმიმართულ თავდასხმას და დიდი ალბათობით ეს უკრაინული ჰაესაწინააღმდეგო სისტემის რაკეტები იყო, რომლებიც ლვოვისკენ მიმავალი რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად გაისროლეს.
ეს ინციდენტი კიდევ უფრო ამყარებს ნატოს და უკრაინის პარტნიორობას - მხარეები ადასტურებენ, რუსეთთან ბრძოლისთვის კიევს მეტი დახმარება სჭირდება, თავად კრემლი კი უნდა აცნობიერებდეს, რომ პარტნიორები უკრაინას არ მიატოვებენ. თუმცა იზიარებს თუ არა ამ საერთო პოზიციას ქართული ოცნება გაუგებარია. საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრამატულ ინციდენტზე, რომელსაც უკრაინაში ომის მაშშტაბების მსოფლიო დონემდე გაზრდა შეეძლო, არავის არაფერი უთქვამს.
იხილეთ ასევე: