
"ცის დაცვა არის ჩვენი პრიორიტეტი" - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი
Twitter-ზე წერს.
"ცის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, ჩვენს პარტნიორებთან ერთდ ვმუშაობთ ინტეგრირებულ და ეშელონურ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. ჩვენ ვემზადებით ზამთრისთვის ბრძოლის ველზე. გმადლობთ [მიმართავს აშშ-ის თავდაცვის მდივანს] ბოროტების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის სათავეში," - დაწერა რეზნიკოვმა.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, G20-ის სამიტის პარალელურად, რუსეთი უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს კიდევ ერთხელ მასშტაბურად დაესხა თავს.