ზელენსკი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანა ბჟერდესთან უკრაინის ტრანსპორტის, ენერგეტკული ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სექტორის აღდგენასთან დაკავშირებული პროექტის მომზდება განიხილა. 

"ჩვენ ყოველთვის გვინდა თბილად მივესალმოთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს უკრაინაში. მაგრამ, მსოფლიო ბანკის დელეგაცია ჩამოვიდა კიევში იმ დღეს, როდესაც რუსეთმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე. ვაფასებთ თქვენს აქ დარჩენას, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. 

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალურ აზიის ვიცე-პრეზდენტთან ანა ბჟერდენთან შეხვედრაზე განვიხლეთ უკრაინის ტრანსპორტის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის სფეროს აღდგენასთნ დაკვშირებული პროექტის მომზადება." - დაწერა ზელენსკიმ და მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი