"როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკნა, პასუხისმგებელი რუსეთია, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება" | აშშ პოლონეთზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის, ადრიენ უოტსონის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება.

"ჩვენ არ გავუსწრებთ წინ გამოძიებას და მჭიდრო კავშირში ვიქნებით ჩვენს პოლონელ კოლეგებთან, რადგან ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას. ჩვენ ვერ ვნახეთ ვერაფერი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, შედეგი იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში დაეშვა. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერი ახალი ინფორმაციის გამჭვირვალედ შეფასებას და გაზიარებას, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო კავშირს უკრაინელებთან ნებისმიერი ინფორმაციის მიღებისთვის, რომელიც მათ აქვთ სურათის შესავსებად.

როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნები, ცხადია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინაში რაკეტები გაუშვა. ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასამიზნებლად იყო განკუთვნილი. უკრაინას ჰქონდა და აქვს საკუთარი თავის დაცვის ყველა უფლება", - წერია განცხადებაში.

მომხდარზე დღეს მედიასთან აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთმა აირჩია, რომ თავს დაესხას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოლო უკრაინას აქვს უფლება თავი დაიცვას.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ მაღალი ალბათობით პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მხრიდან თავდაცვისთვის იყო გამოყენებული და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ისაუბრა:

15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.

დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი