უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა ენერგოსისტემაზე 126 თავდასხმა განახორციელა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა ენერგოსისტემაზე 126 თავდასხმა განახორციელა - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის ენერგოსისტემაზე სულ 126 თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 92 ოქტომბერში და ნოემბერში" - წერს "ტელეგრამზე" უწყების პრესსამსახური.

გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები გენოციდის ნიშნებია, რომლებიც მითითებულია გაეროს გენოციდის დანაშაულის აღკვეთის და დასჯის კონვენციაში - მიზანმიმართული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს სიცოცხლისთვის შეუძლებელი პირობების შექმნას.  

ცნობისთვის, რუსეთის არმიამ 15 ნოემბერს უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა და რამდენიმე რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი