
შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. მილის თქმით, რუსეთი დამარცხდა სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად.
"რუსეთი დამარცხდა ყოველ ჯერზე. მათ წააგეს სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურადაც. რისი გაკეთებაც მათ სცადეს ამაში დამარცხდნენ... დაახლოებით 900 კილომეტრის ფრონტის მთელ კვალზე უკრაინელები წარმატებას წარმატებაზე აღწევენ, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან", - თქვა მილმა.