ხერსონის დეოკიპირებულ ნაწილში 63 ნაწამები ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკმა, ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია უკვე მიმდინარეობს.

 "ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო" - თქვა მონასტრიკმა

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა უკვე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც რუსებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.მათგან 4 ადგილს კი  წამების ადგილად იყენებდნენ.

​ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განთავისუფლებულ ხერსონში რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი წამების ოთახია იპოვა, სადაც ოკუპანტები უკრაინელებს აწამებდნენ, რომლებიც უარს ამბობდნენ მტერთან თანამშრომლობაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი