
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ სამშაბათს, უკრაინაში ნასროლი რაკეტების ნაკადი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი ოდენობის დარტყმაა, რომელიც რუსეთმა განახორციელა ერთ დღეში, შეჭრის პირველი კვირის შემდეგ.
განახლებაში ნათქვამია, რომ 15 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში რუსეთმა განახორციელა 80-მდე შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმა, ძირითადად უკრაინის მასშტაბით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეებზე. დაზვევრა ამბობს, რომ საბრძოლო მასალები ისროლეს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო პლატფორმებიდან.
უწყების ცნობით, უკრაინამ რაკეტების დიდი ნაწილი წარმატებით შეაჩერა, თუმცა ქვეყანის ენერგიის ეროვნული ქსელს სიმძვლავრის მნიშვნელოვანი შემცირდება ემუქრება.
"ეს გავლენას მოახდენს სამოქალაქო პირებისთვის კომუნიკაციაზე ხელმისაწვდომობაზე, გათბობაზე და წყალმომარაგებაზე.
ამ მასშტაბის უწყვეტი თავდასხმები ღრმად მოქმედებს რუსეთის ჩვეულებრივი საკრუიზო რაკეტების რეზერვებზე, რადგან უკრაინის ეროვნული ინფრასტრუქტურის დეგრადაცია გახდა რუსეთის სტრატეგიული მიდგომის მთავარი ელემენტი", - აღნიშნულია განახლებაში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ 15 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში რუსეთმა განახორციელა 80-მდე შორი დისტანციის სარაკეტო დარტყმა, ძირითადად უკრაინის მასშტაბით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეებზე.