
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამჯერად აშშ-ის სენატორ, ჯინ შაჰინს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისგან არაფრით განსხვავდება. ზარქუა ამბობს, რომ სენატორი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
"რაც შეეხება შაჰინის ამ განცხადებას, ამის შემდეგ, რაც ახლა თქვენ მოგიყევით, სულ გუშინ თუ გუშინ წინ რაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, ევროკომისარმა, ეს არ არის ვთქვათ კუბილიუსი, ან რაღაც გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრიგოროვები, არა, ეს არის დანიშნული ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს, ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი და შაჰინმა, აი ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი ტაქტიკით, ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. ასეთი მიდგომით, არასწორი, არასამართლიანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია ის რჩევა რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს, შაჰინი ამას რომ მეტყვის ახლა, რითი განსხვავდება კუბილიუსისგან", - თქვა ზარქუამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა გააკეთეს განცხადებები, რომ შტატების მხირდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.
სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია ვალდებულებას, რომელიც ქართველი ხახლის წინაშე აიღო და რომლის მიხედვითაც ყველაფერს გააკეთებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.